კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, 2025 წლამდე "ნაკლები ჭამონ"
28/10/2021 04:56:57 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, ნაკლები ჭამონ 2025 წლამდე, ვიდრე ქვეყანა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების აღსაკვეთად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა. ჩრდილოეთ კორეაში ყოველდღიურ საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება, მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა.
საკვების დეფიციტს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, მათ შორის - სანქციებს, ბუნებრივ კატასტროფებს და „კოვიდ-19“-ის პანდემიას.
მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ.


