ლარი გაუფასურებას განაგრძობს
27/10/2021 13:20:25 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1557 ლარი ეღირება, ევრო – 3.6581 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3299 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1428 ლარი ღირდა, ევრო – 3.6519 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3427 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


