Accentnews.ge
უკრაინელი ექიმი: "დღეიდან სააკაშვილი სამედიცინო  დახმარებაზე უარს აცხადებს"

უკრაინელი ექიმი: "დღეიდან სააკაშვილი სამედიცინო  დახმარებაზე უარს აცხადებს"

27/10/2021 12:49:15 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმის მაქსიმ პერებინისის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეიდან სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს.

"სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიშამ თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, იმის გამო, რომ მას უარს ეუბნებიან იურიდიულ დახმარებაზე, ის უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ის უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს", – აცხადებს უკრაინელი ექიმი.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S