Accentnews.ge
წისქვილკომბინატები დახურვის საფრთხის წინაშეა: ფქვილის ქართულ წარმოებას რუსული იმპორტი ანაცვლებს

წისქვილკომბინატები დახურვის საფრთხის წინაშეა: ფქვილის ქართულ წარმოებას რუსული იმპორტი ანაცვლებს

27/10/2021 12:33:51 ეკონომიკა

საქართველოს წისქვილკომბინატები დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ფქვილის ქართულ წარმოებას რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია ანაცვლებს, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

ამის მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული მზარდი, “მცურავი” საბაჟო გადასახადია, რაც რუსეთის ფქვილის ექსპორტის წახალისებას უწყობს ხელს. ქართველი მწარმოებლები კი ხორბლის გაძვირების გამო რუსულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ.

დღეიდან რუსეთიდან 1 ტ ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 67$-ს უტოლდება, მაშინ, როცა მიდინარე წლის ივნისში იგი 25$-ს შეადგენდა. საბაჟო გადასახადიც ხორბლის გაძვირების პარალელურად იმატებს და თუკი ზაფხულში 1 ტ ხორბალი 240$-ის ფარგლებში ღირდა, სადღეისოდ მისი ფასი უკვე 330$-ს აღწევს, ანუ ზრდამ 5 თვეში 90$ შეადგინა. გაზრდილი ფასის გამო კი ძვირდება ადგილობრივი წარმოების ფქვილიც, რომელიც რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვეღარ უწევს.

ამდენად, ქართული წისქვილკომბინატების დიდი ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშეა და როგორც მათი ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ქვეყნის მთავრობა ბაზარს იმპორტირებული პროდუქციისგან რაიმე მექანიზმით არ დაიცავს, საქართველო რუსულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდება დამოკიდებული, ეს კი, ერთის მხრივ, ადგილობრივ წარმოებას მიაყენებს უდიდეს დარტყმას, ხოლო მეორს მხრივ, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას შეუქმნის რისკს.

ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორ ქეთევან კუბლაშვილის განცხადებით, “დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება რუსული ფქვილის ძალზე ძლიერი შემოტევის ქვეშ, ქართული საწისქვილე მეურნეობები ძალზე ცუდ მდგომარეობაშია”.

“იმპორტირებული ხორბალი, რომლისგანაც ჩვენი წისქვილკომბინატები აწარმოებენ პროდუქციას, გაცილებით ძვირია, ვიდრე რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი. ფასთა შორის ეს სხვაობა იწვევს სწორედ წისქვილების ზარალს და აიძულებს ამ საწარმოებს, მოქმედება შეწყვიტონ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგება. შეიქმნება ურთულესი ვითარება, რადგან დაკეტილი საწისქვილე მეურნეობების აღდგენას სულ მცირე, 4-5 წელი დასჭირდება” – განაცხადა “ბიზნესი Powered by Bloomberg”-ის ეთერში კუბლაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S