Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ

27/10/2021 10:53:24 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება სამოქალაქო კლინიკაში "„ვივა მედი" აღმოუჩინონ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დაახლოებით 600-მდე მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება სწორედ ამ კლინიკაში გაუწიეს:

„იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა ქართველმა კოლეგამ და რაც განაცხადა თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკაში „ვივა მედი" გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სპეციალური შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და „ვივა მედს“ შორის და ჩვენ ვიცით, რომ, დაახლოებით, 600-მდე მსჯავრდებულს მსგავსი დახმარება სწორედ ამ ცენტრში გაუწიეს".

მისი თქმით, სააკშვილმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.

"სააკაშვილის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების 4 კრიზისული ეპიზოდი ჰქონდა, მათ შორის – 2 ჰიპეტრონიული და 2 სისხლთან დაკავშირებული. ეზოში რეანიმობილი პატრულირებს, თუმცა მათ მხოლოდ სისხლის გადასხმა და გულის მასაჟების გაკეთება შეუძლიათ. სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენას ვერ შეძლებენ. მოგეხსენებათ შიმშილობის 27-ე დღეა გასული და ეს საყურადღებო ამბავია. იგი ციხის საავადმყოფოში არ გადავა რადგან თვლის რომ მისთვის ეს სახიფათოა. როგორც ჩემი კოლეგა საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, ციხის საავადმყოფოში აუცილებელი დახმარების გასაწევად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. დღეს საქართველოში უკრაინელი ექიმიც ჩამოვიდა რომელიც ბატონ მიხეილ ხვალ შეხვდება და მის მოსაზრებასაც მოვისმენთ. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს. ყველაზე მეტად საქართველოში სისხლისღვრა და დაპირისპირება არ უნდა, ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილი ძალდატანებითი კვების წინააღმდეგია.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, არის ასეთი შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ციხის ექიმი, თუ ხედავს, რომ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზღვარზეა მისული, ის კრებს ექიმების ჯგუფს და ისინი იღებენ კოლეგიალურ გადაწყვეტილებას ძალდატანებით კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ამის წინააღმდეგია“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S