
"ვაკის პარკის" კასკადი იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს გვახსოვს"
27/10/2021 08:41:44 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის მოქმედმა მერმა, პარტია "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე და დასრულებულ სარებილიტაციო პროექტებზე, მათ შორის "ვაკის პარკში" დაწყებულებულ და დაგეგმილ სამუშაობზე ისაუბრა.
„ვაკის პარკის" განახლება იყო სამუშაოების პირველი ეტაპი და ვიწყებთ მეორე ეტაპს. ეს არის კასკადის განახლება და რეაბილიტაცია, რომელიც დღეს დანგრეული და გაუბედურებულია. ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე. მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა და იქნება როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. უახლოეს მომავალში ეს პროექტიც დასრულდება. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ამ სამუშაოებს ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისს მერიის ინფორამციით, "ვაკის პარკის" რეაბილიტაციის განხორციელებაზე 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით, 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.