
ამინდის 27-30 ოქტომბრის პროგნოზი
27/10/2021 08:26:47 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მისი ცნობით, 27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.