Accentnews.ge
მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოფიციალურად ამოეწურა

მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოფიციალურად ამოეწურა

27/10/2021 07:05:52 მსოფლიო

ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა დღეს ოფიციალურად ამოეწურა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა მერკელს სთხოვა, მთავრობის მეთაურის მოვალეობა მანამდე შეასრულოს, ვიდრე მის შემცვლელს არ აირჩევენ.

შესაბამისად, მერკელი დღეიდან კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

67 წლის ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალურ მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ქრისტიან-დემოკრატი მერკელი კანცლერი 2005 წლის ნოემბრიდან იყო. გერმანიის პირველი ქალი კანცლერი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა და განაცხადა, რომ კანცლერობის კანდიდატი აღარ იქნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S