
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
27/10/2021 06:57:12 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 434 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 582 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 852 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.80%.
- დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა,
- აჭარა - 115,
- იმერეთი - 873,
- ქვემო ქართლი - 356,
- შიდა ქართლი - 362,
- გურია - 92,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279,
- კახეთი - 614,
- მცხეთა-მთიანეთი - 108,
- სამცხე-ჯავახეთი - 89,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 377, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 297. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 542 პირი, მათ შორის, თბილისში - 574, აჭარაში - 131, იმერეთში - 473. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 35, იმერეთში - 31. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი.