Accentnews.ge
ინტერნეტში უკანონო საქონლით ვაჭრობისთვის აშშ-სა და ევროპაში 150 პირი დააკავეს

ინტერნეტში უკანონო საქონლით ვაჭრობისთვის აშშ-სა და ევროპაში 150 პირი დააკავეს

26/10/2021 17:24:21 მსოფლიო

სამართალდამცავებმა აკრძალული საქონლით ინტერნეტში ვაჭრობისთვის აშშ-სა და ევროპაში 150 ადამიანი დააკავეს. ეს ე.წ. „ბნელი ქსელის“ (dark web) წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უდიდესი ოპერაცია იყო.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და "ევროპოლის" ცნობით, 65 ადამიანია დაპატიმრებული აშშ-ში, 47 - გერმანიაში, 24 - ბრიტანეთში, ოთხ-ოთხი - იტალიასა და ნიდერლანდში, სამი - საფრანგეთში, ორი - შვეიცარიასა და ერთი - ბულგარეთში.

როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და "ევროპოლი" იუწყება, ოპერაცია Dark HunTOR-ის ფარგლებში გამოააშკარავეს 26,7 მილიონი ევრო (31 მლნ დოლარი) ნაღდი ფულისა და ვირტუალური ვალუტის სახით, ასევე 234 კილოგრამი მედიკამენტები და 45 ცეცხლსასროლი იარაღი. ამოღებულ უკანონო სამედიცინო საშუალებებს შორისაა არალეგალურდ დამზადებული მედიკამენტები და ოპიოიდების აბები, ასევე 152 კილოგრამი "ამფეტამინი", 21 კილოგრამი "კოკაინი" და 32,5 კილოგრამი "ექსტასი".

„ბნელი ქსელი“ არის ინტერნეტის ნაწილი, რომელიც დაშიფრული ქსელის ფარგლებში იმართება და მასში შეღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ იარაღებით, რომლებიც ანონიმურობას უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S