Accentnews.ge
უკრაინა პირველად იყო მიწვეული სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრები ესწრებიან

უკრაინა პირველად იყო მიწვეული სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრები ესწრებიან

26/10/2021 14:30:55 მსოფლიო

უკრაინა პირველად იყო მიწვეული სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრები ესწრებიან, - იუწყება უკრაინული მედია.

შეიარაღებების ეროვნულ დირექტორთა კონფერენცია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში 26 ოქტომბერს ჩატარდა. უკრაინის წარმომადგენელი მის ფარგლებში ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეიარაღებების საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრო.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნოსოვმა განმარტა, რომელიც ხსენებულ სხდომაზე უკრაინას წარმოადგენდა, დღემდე ქვეყანა არაერთხელ იყო მიწვეული ამ კონფერენციის ფარგლებში სხვა სხდომებზე, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიეივის წარმომადგენელი დაესწრო შეკრებას, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების პრეროგატივას მიკუთვნებული საკითხები განიხილებოდა.

გარდა ამისა, ბრიუსელში დაგეგმილია ნოსოვის ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღების ეროვნულ დირექტორებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S