Accentnews.ge
საქსტატი – იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 61% რუსეთზე მოდის

საქსტატი – იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის 61% რუსეთზე მოდის

26/10/2021 13:28:11 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე 37 მლნ 113 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 650 აშშ დოლარით ნაკლებია

საანგარიშო პერიოდში იმპორტის უდიდესი წილი - 61% რუსეთზე მოდის, საიდანაც 1 მლრდ 049.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ჯამურად 7 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანიდან 2021 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში 505.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა და იმპორტი 23 მლნ 358 ათასი აშშ დოლარი დაჯდა. თურქეთიდან საანგარიშო პერიოდში საქართველოში 161.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაზეც 6 მლნ 754 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, ხოლო სომხეთიდან წელს ელ.ენერგიის იმპორტი არ ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S