ცუკერბერგი „ფეისბუქის“ პრობლემების შესახებ მიმდინარე გამოძიებას „ცილისწამებას“ უწოდებს
26/10/2021 10:25:02 მსოფლიო
გლობალური სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მუშაობის პრიორიტეტების შესახებ დასავლეთის მედიაში მიმდინარე გამოძიებას "ცილისწამებას" უწოდებს.
"მიმაჩნია, რომ მსხვილი ორგანიზაციები უნდა შემოწმდეს და მე ვისურვებდი, რომ მეცხოვრა ისეთს საზოგადოებაში, სადაც ეს ხდება, ვიდრე ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ვერ ხორციელდება. კეთილსინდისიერი კრიტიკა გვეხმარება, რომ გავხდეთ უკეთესები. თუმცა, ჩემი აზრით, რასაც ახლა ვხედავთ, არის გაჟონილი დოკუმენტების შერჩევითად გამოყენების კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი კომპანიის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად“, – აცხადებსცუკერბერგი.
შეგახსენებთ, რომ გამოძიებას მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა 37 წლის ფრენსის ჰაუგენმა ღიად დაადანაშაულა კომპანია, რომ "ის უსაფრთხოებაზე წინ მოგებას აყენებს".
ბოლო პერიდოში წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები „ფეისბუქის“ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ წერენ. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, კომპანიის ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა.


