Accentnews.ge
ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოლდოვამ „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი

ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოლდოვამ „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი

26/10/2021 10:11:35 მსოფლიო

მოლდოვამ „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე შეთანხმებას პირველად მოაწერა ხელი.

"რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომმა“ პოლონეთის სახელმწიფო კომპანია PGNiG-თან გააფორმა ხელშეკრულება ქვეყანაში 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტირების შესახებ. ქვეყნის ისტორიაში ეს არის „გაზპრომის“ ალტერნატიული წყაროდან ბუნებრივი აირის შეძენის პირველი შემთხვევა", – აცხადებენ მოლდოვის ხელისუფლებაში.

უცნობია, თუ რა ფასად შეიძინა ბუნებრივი აირი ქვეყანამ.

მოლდოვას „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტი ნოემბრის ბოლოს ამოიწურება. შეთანხმების გაგრძელების პირობად კომპანიამ კიშინიოვისგან გადასახადი მოითხოვა, რომელიც ორჯერ აღემატება კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებულს. ამასთან, მოსკოვი მოლდოვას 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, თუ კიშინიოვი ბუნებრივი აირის მიწოდების დავალიანებას –709 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. მოლდოვის მთავრობამ ამ პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში „გაზპრომი“ მოლდოვას ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ანდრეი სპინუმ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მიმდინარეობს კიშინიოვის წარმომადგენლების მოლაპარაკება კომპანია „გაზპრომთან“ და მოლდოვის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ რუსულ კომპანიასთან შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S