Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან"

ადვოკატი: "სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან"

26/10/2021 08:28:00 პოლიტიკა, საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსებიც ჩაერთვებიან.

გელხაურის ინფორმაციით, გუშინ ჩამოვიდა ექიმი ჰოლანდიიდან, ხოლო ხვალ უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი და ისინი ქართველ მედიკოსებთან ერთად დააკვირდებიან ექსპრეზიდენტის მდგომარებას.

"ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიიდან ექიმი, ასევე ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი, რომელის საკმაოდ ცნობილი ექიმია და მას ქართულ მხარესაც ბევრი იცნობს. შესაბამისად, მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდეგ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის", - განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ყოველდღიურად სუსტდება და ექიმები მის ჯანმრთელობას მედიკამენტოზური მკურნალობით აკონტროლებენ. მისი თქმით, ექს–პრეზიდენტი მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, ვინც ორჯერ გადაარჩინა მისი ჯანმრთელობა და კონსილიუმის წევრებს, მისი ჯანმრთელობის შესახებ ობიექტური დასკვნის დაწერისთვის.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S