Accentnews.ge
უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის თაოსნობით გამოყოფილი სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის თაოსნობით გამოყოფილი სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო

26/10/2021 07:44:27 მსოფლიო

უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის თაოსნობით გამოყოფილი სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო.

ამჯერად ტვირთი მოიცავს ლეტალურ თავდაცვით საშუალებებს, მათ შორის - დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin, საბრძოლო მასალასა და ფრონტის წინა ხაზზე მდგომი მებრძოლებისთვის გამიზნული სამედიცინო დახმარების კომპლექტებს.

"ეს დახმარება უკრაინისთვის 2014 წლიდან გამოყოფილ $2,5 მლრდ-თან ერთად აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას წარმოადგენს და ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარება" - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S