ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრას მხარი დაუჭირა
26/10/2021 07:19:17 მსოფლიო
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის აცრის რეკომენდაცია გასცა.
„ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღება შეიძლება, 18 წელიწადს გადაცილებულ ადამიანებში", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მისი ცნობით, მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს.
ცნობისათვის: ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 18 წლის ასაკიდან პირების „ფაიზერის“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია ოქტომბრის დასაწყისში გასცა.


