Accentnews.ge
თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

26/10/2021 06:47:02 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა,
  • აჭარა - 179,
  • იმერეთი - 933,
  • ქვემო ქართლი - 273,
  • შიდა ქართლი - 378,
  • გურია - 116,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378,
  • კახეთი - 658,
  • მცხეთა-მთიანეთი - 166,
  • სამცხე-ჯავახეთი - 103,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 523 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 381, აჭარაში - 491, იმერეთში - 1 266.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 530 პირი, მათ შორის, თბილისში - 570, აჭარაში - 123, იმერეთში - 477. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 30, იმერეთში - 33.

975 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 571 - თბილისში, 203 - აჭარაში.

42 362 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 580 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S