Accentnews.ge
"დარწმუნებული ვარ, სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რაც ხელს შეუშლის აცრებს"

"დარწმუნებული ვარ, სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რაც ხელს შეუშლის აცრებს"

26/10/2021 07:00:47 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ "სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რაც ხელს შეუშლის აცრებს".

"მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ", - აცხადებს ტიკარაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S