
სააკაშვილის პირადი ექიმი: "არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში"
26/10/2021 05:02:41 პოლიტიკა, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ციხის საავადმყოფოში გადასვლის საკითხზე სააკაშვილის პოზიცია უცვლელია.
"პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში", - განუცხადა ყიფშიძემ ჟურნალისტებს ციხეში პაციენტის მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს:
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი. ტესტებს ასე თუ ისე, არაუშავს".
ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა ექს–პრეზიდენტს გულთან დაკავშირებული პრობლემები, ნიკოლოზ ყიფშიძემ შემდეგი განაცხადა: "ჯერ–ჯერობით არა, მაგრამ ყოველ წუთში მოველით გაუარესებას".