Accentnews.ge
სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სამი ადამიანი

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სამი ადამიანი

25/10/2021 18:46:04 მსოფლიო

სუდანის დედაქალაქ ხართუმში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 80 ადამიანი, - იუწყება Reuters.

მისი ცნობით, სამხედროებმა აქციის დაშლა მას შემდეგ სცადეს, რაც სუდანის არმიის გენერალმა აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა შესაბამისი განკარგულება გასცა. მანამდე მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში დღეს გამთენიისას მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. დაკავებამდე პრემიერმა თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S