
Microsoft: "რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ჯგუფი აშშ-ის კომპანია SolarWinds-ზე შეტევებს განაგრძობს"
25/10/2021 17:40:14 მსოფლიო
Microsoft-ს განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ჯგუფი აშშ-ის კომპანია SolarWinds–ზე შეტევებს განაგრძობს.
"ეს ბოლო აქტივობა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს გრძელვადიანი, სისტემატიური წვდომა ტექნოლოგიის მიწოდების ქსელის ბევრ კომპონენტზე", – აცხადებენ Microsoft–ში.
ჰაკერების იგივე ჯგუფმა SolarWinds–ზე კიბერ–თავდასხმა გასული წლის მაისშიც განახორციელა. თავდასხმათა უმეტესობის სამიზნე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აშშ-ში, უკრაინასა და ბრიტანეთში მდებარე კვლევითი ცენტრები გახდა.