Accentnews.ge
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

25/10/2021 15:15:11 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულ საკითხზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

„ნარკომომხმარებელთა შორის არის შემთხვევები ზედოზირებით მოხმარების დროს, როდესაც დგება ლეტალური შედეგი. ასეთ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი იყოს ნივთიერება „ნარკანი“, რომელიც ნარკოტიკების ასეთ მძლავრ და საზიანო მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დარგის სპეციალისტებთან ერთად განგვეხილა საკითხი, რომ „ნარკანი“ აფთიაქებში იყიდებოდეს, ხელმისაწვდომობა იყოს მაღალი და ის არ ექვემდებარებოდეს რეცეპტით გაცემის წესს. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა იყოს „ნარკანის“ ხელმისაწვდომობა, რომ გარდაცვალების ფაქტები ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დავაზღვიოთ. ურეცეპტოდ გაცემას პროცედურული საკითხის მოგვარება სჭირდება, რომ მეორე ჯგუფის პრეპარატების ჩამონათვალიდან ის გადავიდეს მესამე ჯგუფში. რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის პრეპარატი აღარ საჭიროებს რეცეპტით გაცემის წესს დაქვემდებარებას და ის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ჩვენი მხრიდან გაიცა რეკომენდაცია და ახლა უწყება მას გადაამისამართებს მეორე ჯგუფიდან მესამეში“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S