ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
25/10/2021 13:12:41 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1401 ლარი ეღირება, ევრო – 3.6497 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3220 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1400 ლარი ღირდა, ევრო – 3.6553 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3329 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


