Accentnews.ge
გაერო-ს მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა

გაერო-ს მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა

25/10/2021 12:38:49 მსოფლიო

გაერო-ს მონაცემებით, ავღანეთში 22,8 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,2 მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა.

მისი ცნობით, ავღანეთში მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია. გვალვამ, შეიარაღებულმა კონფლიქტმა, კორონავირუსის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია ავღანელების ცხოვრებაზე და სურსათის ხელმისაწვდომობაზე.

ავღანეთი საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 40% საგარეო დახმარებაზე მოდის.

სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში (WFP) აცხადებენ, რომ ეს ზღვაში წვეთია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 220 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო.

"კატასტროფისკენ მივდივართ და თუკი ახლავე არ ვიმოქმედებთ, ჩვენ წინაშე ნამდვილი უბედურება დატრიალდება", – აცხადებს WFP–ს , აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბისლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S