
ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მე–4 ტალღის დაღმავალი პროცესი აღინიშნება და მე-5 ტალღა ჯერ არ დაწყებულა
25/10/2021 10:46:49 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მე–4 ტალღის დაღმავალი პროცესი აღინიშნება და მე-5 ტალღა ჯერ არ დაწყებულა.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი საქმე არ გვაქვს მეხუთე ტალღასთან, ეს არის გარკვეული პროცესი მეოთხე ტალღის, რომელიც ჯერ–ჯერობით არ დასრულებულა. რაც შეეხება თვითონ ტალღის მიმართულებას, აღმავალია თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა არის დაღმავალი, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის ე.წ. ერტეს შემცირებას, რაც მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვებში ინფექციის კლება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძე აცხადებს, რომ პაციენტების ნაკადების სამართავად ჰოსპიტალურ სექტორში საკმარისი რესურსია:
„რაც შეეხება რესურსებს, ამ ეტაპისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს, თუ გართულდა სიტუაცია, რა თქმა უნდა, არსებობს ალტერნატიული გზები, როგორც ერთხელ გამოვიყენეთ საველე ჰოსპიტალი. თუმცა დღეს საველე ჰოსპიტალის საწიროება არ დგას“.