
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს
25/10/2021 09:49:37 საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრეს–სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 5250 -ია.
"ამომრჩეველთა განახლებული სიები საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. უკვე დაიწყო განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიის და სამაგიდე სიების ბეჭდვის პროცესი“,- აღნიშნა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.