Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი – ექიმ ფაღავაზე: "ჩემთვის უცნობია რატომ დატოვა კონსილიუმი, შევეცდები, გავესაუბრო"

იუსტიციის მინისტრი – ექიმ ფაღავაზე: "ჩემთვის უცნობია რატომ დატოვა კონსილიუმი, შევეცდები, გავესაუბრო"

25/10/2021 08:30:01 პოლიტიკა, საზოგადოება

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებ,ით არ აქვს ინფორმაცია, რატომ დატოვა ექიმმა ზურაბ ფაღავამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი.

„რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. ვეცდები. რომ გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას ფაღავასთან უთანხმოება ჰქონდა, სიცრუეა.

„მითხარით, სად იყო უთანხმოება, როდესაც თქვენ ამბობთ, თითქოსდა ჩემი და ბატონი ფაღავას განცხადებებში არის უთანხმოება და ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან დაპირისპირება, კიდევ ერთი სიცრუეა და ნუ შეგყავთ შეცდომაში მაყურებელი და საზოგადოება. არსად ყოფილა ამაზე საუბარი. ფაღავას არ უსაუბრია სამოქალაქო კლინიკაზე. მე ვთქვი და კიდევ ხაზგასმით ვამბობ, რომ ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანაზე, მათ შორის სამოქალაქოში", განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ექიმმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.

ფაღავა აცხადებს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება.

"კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში კოვიდი გადავიტანე. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ. რეკომენდაციები დატოვებულია. იუსტიციის მინისტრს შევხვდი მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში",- აცხადებს ფაღავა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S