
კულუმბეგოვი: "ამ აპლიკაციის გარეშე ადამიანი სახლს ვერ უნდა ტოვებდეს"
25/10/2021 08:06:24 საზოგადოება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ასახულია კოვიდ-დადებითია თუ არა.
"კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ეს ჩემთვის არაა გასაგები, მაგრამ გავატაროთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა. ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი. ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ. პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!", – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 694 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 635 611 პირი გამოჯანმრთელდა, 9 788 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 950 693 აცრა, ბოლო 24 საათში – 1 877.