Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთაგან 9765 პაციენტი აუცრელი იყო, 23 - აცრილი

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთაგან 9765 პაციენტი აუცრელი იყო, 23 - აცრილი

25/10/2021 07:08:20 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთაგან 9765 პაციენტი აუცრელი იყო, 23 - აცრილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი 23 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4650 პირი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 694 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 635 611 პირი გამოჯანმრთელდა, 9 788 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ ჩატარდა 1 950 693 აცრა, ბოლო 24 საათში – 1 877.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S