
"პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას"
25/10/2021 05:51:44 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, პანდემიის დასრულება საზოგადოების ხელშია.
„პანდემია დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რაც გვჭირდება. ესენია: ეფექტური საზოგადოებრივი და სამედიცინო საშუალებები. მაგრათუმცა მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. მაშინ, როცა კვირაში თითქმის, 50 000 ადამიანი იღუპება, პანდემია შორსაა დასრულებისგან",- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც საკუთარი მოსახლეობის 40% უკვე აცრეს, მოუწოდა ვაქცინების განაწილების რიგში თავიანთი ადგილი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.