Accentnews.ge
ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

25/10/2021 05:41:22 პოლიტიკა, საზოგადოება

ექიმმა ზურაბ ფაღავამ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა. "მთავარი არხის" ცნობით, მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.

ფაღავა აცხადებს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება.

"კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში კოვიდი გადავიტანე. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ. რეკომენდაციები დატოვებულია. იუსტიციის მინისტრს შევხვდი მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში",- აცხადებს ფაღავა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S