Accentnews.ge
CNN - რეჟისორის თანაშემწის მიმართ, რომელმაც ბოლდუინს იარაღი მიაწოდა, საჩივრები წინა წლებშიც არსებობდა

CNN - რეჟისორის თანაშემწის მიმართ, რომელმაც ბოლდუინს იარაღი მიაწოდა, საჩივრები წინა წლებშიც არსებობდა

25/10/2021 05:22:15 მსოფლიო

ფილმ "Rust"-ს რეჟისორის თანაშემწის დეივ ჰალსის მიმართ საჩივრები წინა წლებშიც არსებობდა, იუწყება CNN.

"ჰალსის მიმართ, 2019 წელს გადასაღებ მოედანზე საჩივრები, მის ქცევასა და უსაფრთხოებას შეეხებოდა. დირექტორის თანაშემწე დეივ ჰალსის წინააღმდეგ საჩივრები მოიცავს იარაღისა და პიროტექნიკის გამოყენების უსაფრთხოების პროტოკოლების უგულებელყოფას, გადაკეტილ ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებსა და გასასვლელებს და არასათანადო სექსუალური ქცევის შემთხვევებს სამუშაო ადგილზე", – წერს გამოცემა.

22 ოქტომბერს Rust-ს გადაღების დროს გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. CNN–ის ცნობით, ფატალურ გასროლამდე ბოლდუინს იარაღი სწორედ ჰალსმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S