Accentnews.ge
მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

მსოფლიო პატრიარქი ჰოსპიტალიზებულია

25/10/2021 05:17:37 მსოფლიო

აშშ-ში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ჰოსპიტალიზებულია. იგი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საბერძნეთის ეპარქიის ცნობით, პატრიარქი წმინდა სოფიას ტაძარში წირვის შესასრულებლად ემზადებოდა, როდესაც "ხანგრძლივი ფრენისა და დატვირთული რეჟიმის გამო" თავი შეუძლოდ იგრძნო. ექიმებმა პატრიარქს დასვენება ურჩიეს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, პატრიარქი ბართლომე თავს კარგად გრძნობს და მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

81 წლის პატრიარქს არაერთი ღონისძიება აქვს აშშ-ში დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S