
სააკაშვილის ექიმი: "მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო"
24/10/2021 20:49:50 საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო.
მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და თანახმაა, ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანაზე, გარდა ციხის საავადმყოფოსა.
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ნუ, შედარებით, ასე რომ ყველაფერი წყნარად არის დღეს.
შიმშილობას არ წყვეტს, არ უნდა არავითარ შემთხვევაში რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფო იქნება, ეს არის მისი პოზიცია", - განაცხადა ექიმმა.
სააკაშვილი 24-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.