
"ნიჭიერი კაცია გვარამია! უნიჭო ხიხოს კაპიტულაციას სულ მალე ჩაიბარებს"
09/08/2019 14:43:51 ციტატა
„ძალიან გაბედული და ნიჭიერი კაცია გვარამია! მხდალი, უნიჭო ხიხოს კაპიტულაციას სწორედ ის ჩაიბარებს სულ მალე!".
ამის შესახებ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: გენპროკურატურამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოგვიანებით ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ივანიშვილის კაპიტულაციას ჩაიბარებდა".