Accentnews.ge
„არსებობს გულის გაჩერების რისკი!“  – ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

„არსებობს გულის გაჩერების რისკი!“  – ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

24/10/2021 08:19:30 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

„ვართ მძიმედ დრამატულ ფაზაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ტრაგიკულ ფაზაში არ გადაიზარდოს. [...]

დღეისთის დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, მივმართოთ საზოგადოებას და ხელისუფლებას“ ,– გნაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს კონსილიუმის მიერ განსაზღვრულ შერეული ტიპის სამედიცინო დაწესებულებას და არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

„არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც ახლა ემუქრება სააკაშვილს – გულის გაჩერება. ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდეოლოგიური სერვისის მეორე დონე, რომელიც არ არსებობს“,– განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა უსაფრთხოების პრობლემების შემცველია.

ადვოკატები მოითხოვენ, მიმდინარე საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო.

ამასთან, პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ როგორც სააკაშვილის პირადი ექიმი, ისე მისი ადვოკატები.

ადვოკატები მიმართავენ სახალხო დამცველს, მოახდინოს ციხის საავადმყოფოს კონსილიუმის დასკვნასთან შესაბამისობის და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

გარდა ამისა, ადვოკატებმა მოიწოდეს ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც მათი ინფორმაციით, სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას უჭერს მხარს, საჯარო განცხადება გააკეთოს და განმარტოს ციხის საავადმოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის 24–ე დღეა, შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S