Accentnews.ge
კოლუმბიაში ცნობილი ნარკობარონი დააკავეს

კოლუმბიაში ცნობილი ნარკობარონი დააკავეს

24/10/2021 07:58:31 მსოფლიო

კოლუმბიაში ძებნილი ნარკოდილერი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს.

დაირო ანტონიო უსუგა, რომელიც ოტონიელის ზედმეტსახელით არის ცნობილი სამხედრო, საჰაერო ძალების და პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, პანამის საზღვართან ახლოს დააკავეს.

"ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს დარტყმა შეედრება მხოლოდ პაბლო ესკობარის დაკავებას 1990-იან წლებში" , - თქვა კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა.

სპეცოპერაციის მონაწილეებმა დაკავების შემდეგ დაირო ანტონიო უსუგასთან ფოტო გადაიღეს.

50 წლის ნარკოდილერის დასაკავებლად პოლიციამ ბოლო წლებში რამდენიმე დიდი სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა აქამდე წარმატებული არცერთი ყოფილა.

კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც უსუგა მეთაურობს აკონტროლებს გზებს, საიდანაც კოლუმბიიდან აშშ-ის და რუსეთის მიმართულებით ნარკოტიკები გადის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S