
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი საავადმყოფოდან გაწერეს
24/10/2021 07:48:04 საზოგადოება
ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი კაცი საავადმყოფოდან გაწერეს.
37 წლის კაცმა მედცენტრი დღეს დატოვა. მან კლინიკაში 15 დღე დაჰყო. ის ერთადერთია, რომელიც კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ცოცხალი გადარჩა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის – სამი ბავშვი.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.