Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

24/10/2021 07:42:09 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების დღური მაჩვენებლები კვლავ მაღალია. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი, 43 გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10,73%,
  • ბოლო 14 დღის - 9,06%,
  • ბოლო 7 დღის - 9,13%

სულ ჩატარდა 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია - 4 209

  • თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა,
  • აჭარა – 87,
  • იმერეთი – 729,
  • ქვემო ქართლი – 221,
  • შიდა ქართლი – 195,
  • გურია – 98,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235,
  • კახეთი – 539,
  • მცხეთა-მთიანეთი – 48,
  • სამცხე-ჯავახეთი – 68,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 256, აჭარაში – 496, იმერეთში – 1 288. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში – 545, აჭარაში – 132, იმერეთში – 463.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28. 957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 218 – აჭარაში.

44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S