კოსოვომ რუსი დიპლომატები გააძევა
22/10/2021 16:59:45 მსოფლიო
კოსოვომ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო მოსკოვს „მადესტაბილიზებელ“ ქმედებაში დასდო ბრალი.
კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოსოვოში რუსეთის ურთიერკავშირის ოფისის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადნენ და მათ მოუწოდეს, დატოვონ კოსოვო.
მისი თქმით, კოსოვო მოწოდებულია, ებრძოლოს რუსეთის და „რეგიონში მისი მარიონეტების“ მავნე გავლენას, რომლებსაც მან ბრალი დასდო კოსოვოს, აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის მიღწეებისთვის ძირის გამოთხრაში.
„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ დავუშვათ მცდელობა, გახდეს კოსოვო და ჩვენი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მადესტაბილიზებელი ამბიციების მსხვერპლი“ - განაცხადა მან.
რუსეთმა ურთიერთკავშირის განყოფილება კოსოვოში 2005 წელს გახსნა, სერბიის ყოფილი ოლქის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.
სერბეთი და მისი ახლო მოკავშირე რუსეთი არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
აშშ-მა და დასავლეთის ქვენების დიდმა ნაწილმა კოსოვო აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნად მას მერე, რაც პრიშტინამ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს. 1998-1999 წლებში ომი გაჩაღდა სერბულ ძალებსა და ეთნიკური ალბანელების რაზმებს შორის, რაც ნატოს ავიაციის მიერ სერბეთის წინააღმდეგ საჰაერო კამპანიით დასრულდა.


