ლუკაშენკოს კრიტიკის შემდეგ ბელარუსში პირბადეების სავალდებულო ტარება აიკრძალა
22/10/2021 13:58:19 მსოფლიო
ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა პირბადეების ტარების სავალდებულო წესი, რომელიც ქვეყანაში 9 ოქტომბრიდან მოქმედებდა.
მანამდე ეს შეზღუდვა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკრიტიკა. კერძოდ, მან მინისტრებისგან მოითხოვა, "არ დაუშვან ადამიანებზე არავითარი ზეწოლა სანიტარული ნიღბების ტარების, სოციალური დისტანცირებისა და ვაქცინაციის გამო".
21 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ექიმები ანონიმურად ჰყვებიან, რომ საავადმყოფოები გადავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით.


