Accentnews.ge
როდისთვის ვარაუდობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკს საქართველოში

როდისთვის ვარაუდობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკს საქართველოში

22/10/2021 13:32:07 საზოგადოება

კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში სავარაუდოდ, კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი იქნება.

"დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა იყოს პიკი. ინფიცირების კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება, გვქონდეს, მითუმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს და გავრცელება მატულობს. ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იქნება მატება ნოემბერში ნოემბრის ბოლომდე", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 155 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S