Accentnews.ge
ამინდის 23-27 ოქტომბრის პროგნოზი

ამინდის 23-27 ოქტომბრის პროგნოზი

22/10/2021 09:47:19 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 25 ოქტომბრამდე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს გაწვიმდება ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S