Accentnews.ge
პუტინი თალიბების ტერორისტთა სიიდან ამოღებას გეგმავს

პუტინი თალიბების ტერორისტთა სიიდან ამოღებას გეგმავს

22/10/2021 08:28:20 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ მოძრაობა "თალიბანის" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების საკითხი გაერო-ს დონეზე უნდა გადაწყდეს, თუმცა "ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის".

ამის შესახებ მან სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" მორიგი სესიის მსვლელობისას განაცხადა.

პუტინმა შეახსენა შეკრებილთ, რომ რუსეთი დიალოგს აწარმოებს ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან და ბოლო დღეებში მოსკოვში მათთან მოლაპარაკებები გაიმართა.

«რუსეთის პოზიცია იქნება, სწორედ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები მაინც იმავე გზითა და საშუალებით უნდა იქნას მიღებული, როგორც ადრე მიიღებოდა, როცა ეს მოძრაობა ტერორისტთა სიაში შეგვქონდა»,— განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის: 20 ოქტომბერს მოსკოვში 10 ქვეყნიდან ჩასულმა დიპლომატებმა "მოსკოვის ფორმატის" ფარგლებში თალიბების ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.

თალიბებს მათი ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიღწევა სურთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S