Accentnews.ge
NATO-მ რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან დასაცავად ახალი გეგმა შეიმუშავა

NATO-მ რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან დასაცავად ახალი გეგმა შეიმუშავა

22/10/2021 08:00:31 მსოფლიო

NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა რუსეთის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური თავდასხმისგან თავის დასაცავად გენერალური გეგმა შეიმუშავეს. ალიანსის შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზანი კვლავაც არის მოსკოვის შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჩინეთის მოქმედებებს.

"NATO-ს სტრატეგია, რომელსაც კონფრონტაციული ხასიათი აქვს, მიმართულია ნებისმიერ თავდასხმაზე მზადყოფნისთვის ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში, რაც შეიძლება მოიცავდეს, ბირთვულ იარაღს, კომპიუტერულ ქსელებში შეღწევას და შეტევას კოსმოსში", – იუწყება Reuters.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კავშირის განმტკიცებას საუკეთესო და მოდერნიზებული გეგმების გამოყენებით", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმას გარდაუვალად არ მიიჩნევენ.

გარდა ამისა, ალიანსის წევრი ქვეყნები ახალი ციფრული ტექნოლოგიებისთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის: ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთი ნატო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობას შეაჩერებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S