
თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
22/10/2021 06:59:08 საზოგადოება
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 155 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, 2 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 960 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 008 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 952 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა,
- აჭარა - 143,
- იმერეთი - 777,
- ქვემო ქართლი - 287,
- შიდა ქართლი - 306,
- გურია - 95,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299,
- კახეთი - 669,
- მცხეთა-მთიანეთი - 96,
- სამცხე-ჯავახეთი - 95,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966 საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 201, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 427 პირი, მათ შორის, თბილისში - 509, აჭარაში - 122, იმერეთში - 455. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 26, იმერეთში - 30. 1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 549 - თბილისში, 241 - აჭარაში. 43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 268 ადამიანი.