Accentnews.ge
კონგოს პარლამენტში სკოლის მოსწავლეები შეიჭრნენ

კონგოს პარლამენტში სკოლის მოსწავლეები შეიჭრნენ

22/10/2021 06:28:02 მსოფლიო

კონგოში, ასობით სკოლის მოსწავლე პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მათ მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

მოსწავლეები სკანდირებდნენ: "სწავლა გვინდა", "თუ არ ვისწავლით, ნარკოტიკს მივიღებთ".

კონგოში მასწავლებლები 4 ოქტომბრიდან გაფიცულები არიან. ისინი ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მთავრობამ გაფიცვის ორგანიზებაში რელიგიური ჯგუფების ლიდერები დაადანშაულა, რომლებიც დაწყებითი სკოლების უმეტესობას აკონტროლებენ. თავად რელიგიური ლიდერები ბრალდებას უარყოფენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S