დედოფალმა ელისაბედმა ღამე კლინიკაში გაატარა
22/10/2021 06:03:27 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა 95 წლის ელისაბედ მეორემ ღამე კლინიკაში გაატარა მას შემდეგ, რაც ექიმებმა ურჩიეს ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტი გაეუქმებინა.
2013 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედოფალი კლინიკაში მოხვდა. მაშინ მას გასტროენტერიტის სიმპტომები აღენიშნებოდა.
"მას შემდეგ რაც მედიკოსებმა ურჩიეს, რამდენიმე დღის განმავლობაში დაესვენა, დედოფალი კლინიკას ეწვია, რათა რამდენიმე გამოკვლევა ჩაეტარებინა. დღისით ის დაბრუნდა სასახლეში და კარგ განწყობაზეა", - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი ცნობით, შემოწმება კორონავირუსს არ უკავშირდება.
დედოფლის ორდღიანი ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში ოთხშაბათს უნდა დაწყებულიყო. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის ბოლოს ელისაბედ II კლიმატის ცვლილებაზე კონფერენციას დაესწრება.


