Accentnews.ge
ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად ფილმის მხატვრული დირექტორი დაიღუპა, რეჟისორი დაიჭრა (ვიდეო)

ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად ფილმის მხატვრული დირექტორი დაიღუპა, რეჟისორი დაიჭრა (ვიდეო)

22/10/2021 05:34:26 მსოფლიო

ნიუ-მექსიკოში ფილმის "Rust" გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, გასროლის დროს იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა და მომხდარის შედეგად ფილმის მხატვრული დირექტორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსი დაიღუპა, რეჟისორი 48 წლის ჯოელ სოუზა დაიჭრა. დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S